Header Ads

loading...

1979 წელს გამოშვებულ ”ნოლ შესტს” 80 000 დოლარად ყიდიან!











დიახ, ამის დაჯერება მართლაც ძალიან ძნელია, მაგრამ ასეა: 1979 წელს გამოშვებული ВАЗ-2106 არც მეტი, არც ნაკლები, 80 000 დოლარად იყიდება! გასაგებია, რომ ეს მანქანა რამდენიმე საინტერესო მომენტით მართლაც გამოირჩევა ჩვეულებრივი 06-ებისგან, მაგრამ არა იმდენად, რომ ახალი ”პორშე კაიენის” ფასი ედოს...


რაც შეხება იმ საინტერესო მომენტებს: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია და მხოლოდ 7 000 კილომეტრი აქვს გავლილი. გარდა ამისა, ეს ამ ავტომობილის კანადური ვერსიაა - ВАЗ-21061-037. ამჟამად, მანქანა სწორედ კანადაშია - უფრო ზუსტად, ტორონტოში. განცხადება მისი გაყიდვის შესახებ ყაზახეთში, ერთ-ერთ ავტოპორტალზე გამოქვეყნდა და განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ მსურველი გამოჩნდება,
ავტომობილს მაშინვე ჩაუყვანენ - სადაც მოისურვებს.



ВАЗ-21061-037 თავის დროზე მხოლოდ 10 000-იანი ტირაჟით გამოვიდა და საბჭოთა ვერსიისგან რამდენადმე განსხვავდება. მაგალითად, ამ ვერსიას უკეთესი სამუხრუჭე სისტემა, კატალიზატორი, აბსორბერი, მასიური ბამპერები, სულ სხვა განათების სისტემა და უფრო კომფორტული სავარძლები აქვს. გარდა ამისა, სალონში, საათის გვერდით უსაფრთხოების ღვედების ინდიკატორი და ნათურა Check Engine.

ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ 80 000 დოლარი? გაგიჟებულან...

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.