Header Ads

"ვეძებ ახალგაზრდა გოგონას...." - გიგის ვაკანსია აქვს


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, 15 წლის გიგი ანთაძეს, ვაკეში, ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პარკში ჯიხური გადასცა, სადაც ის ვაჭრობას შეძლებს და პარკის სტუმრებს ფრეშ-წვენებსა და სხვადასხვა სახის პროდუქციას შესთავაზებს.


სოციალურ ქსელში ვრცელდება გიგის ვიდეო, სადაც ის ვაკანსიასთან დაკავშირებით საუბრობს.


"ვეძებ ახალგაზრდა გოგონას, გამყიდვლად ნამუშევარს, დღეში 10-დან 15 ლარამდე ვიხდით", - ამბობს გიგი ანთაძე.


ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარე ვაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა.


მათივე განმარტებით, ვინაიდან ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი და მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა გიგი ანთაძეს დახმარებოდა და მისთვის, ბიზნესის კანონის ფარგლებში გაგრძელების შესაძლებლობა შეექმნა.


წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.