Header Ads

loading...

ცნობილია სად ინახება 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი

მსოფლიოში მოპოვებული ბიტკოინების 7% კომპანია Xapo-ს სერვერებზე ინახება, რომელიც შვეიცარიის მთებში მდებარე სამხედრო ბუნკერშია განთავსებული. კრიპტოვალუტის საერთო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს. 

'ეს ნიშნავს, რომ 4 წლის განმავლობაში Xapo-ს დეპოზიტებმა გადააჭარბა თანხას, რომელიც აშშ-ის 5670 ბანკის ანგარიშზე ინახება'- წერს გამოცემა.

ბუნკერი წარმოადგენს ე.წ ბიტკოინების ცივ საცავს: იქ კრიპტოვალუტა ოფლაინ რეჟიმში ინახება, რის გამოც მათი მოპარვის შანსი მინიმალურია.

იმისთვის, რომ თავიანთი კუთვნილი ბიტკოინები მიიღონ, კომპანიის კლიენტებს 2-დღიანი ლოდინი უწევთ. ამ პერიოდში ხდება შემოწმება, შემდეგ კი კრიპტოვალუტის გადარიცხვა.

2017 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.