Header Ads

14-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა გერმანიაში 3 მატჩი მოიგო

14-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2017 წლის რეგიონთა თასის გამარჯვებულის ტიტული , მთელი ქვეყნის მასშტაბით, 16 საფეხბურთო გუნდს შორის მოიპოვა, გერმანიაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თანატოლებთან ამხანაგური მატჩები გამართეს. 10 მაისს თბილისის ნაკრები საფეხბურთო კლუბ „იუნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:0 დამაარცხა მეტოქე.

 

9 მაისს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ბერლინის „ჰერტას“ აკადემიელ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ასევე რეგიონთა თასის მფლობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

7 მაისს კი, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთა მეტოქე ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდი იყო. ჩვენმა გუნდმა აღნიშნული შეხვედრა, ანგარიშით 5:3 მოიგო.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.