Header Ads

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 17 მაისს გაიხსნება


თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) 17–20 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 და მე-5 პავილიონებში გაიმართება.

მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე ინოვაციური სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები და კურატორები მიიღებენ მონაწილეობას.

TAF-ის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე გამოფენა, პერფორმანსი და სხვა კულტურული თუ შემეცნებითი ღონისძიება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან ხელოვნების ინსტიტუტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან. გამოფენის გეოგრაფიული ფოკუსი, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.