Header Ads

loading...

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი


რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!


 

ვერძიეს დღე ფუჭ ცოდნასთან და ინფორმაციულ ხმაურთან ასოცირდება. საკუთარი მიღწევების გამო ცოტაოდენი კამათი და ტრაბახიც მოგიწევთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთის შეძენას, ვაჭრობასა და ინფორმაციების დაგროვებას. გაჩერდით და შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. შეზღუდეთ კონტაქტები და დაისვენეთ მარტოობაში.

კუროამ დღეს ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. მოგზაურობის სურვილი გაგიჩნდებათ და თუკი სხვა ქვეყანაში წასვლას ვერ შეძლებთ, იქნებ სახლს მაინც მოშორდეთ. გზაში შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ კონტაქტებს, როგორც საქმიანს, ისე შემოქმედებითს. ფინანსური კუთხითაც შესანიშნავი პერსპექტივები გელოდებათ. არ გამოირიცხება ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც.

ტყუპებისაკუთარი შესაძლებლობებისა და საინტერესო გარშემომყოფების დახმარებით ყველაზე იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდებით. ეს დღე მოვლენებით იქნება დატვირთული. დღის პირველ ნახევარში ახალ საქმეს წამოიწყებთ - შემოქმედებაში წარმატება გელოდებათ. არ დაივიწყოთ აქტიური დასვენების შესახებ.

კირჩხიბისამსახურში გადატვირთული მუშაობის გამო თავის ტკივილი შეგაწუხებთ. შესაძლოა, სისხლძარღვების სპაზმები ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემები წარმოგექმნათ. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ნუ იქნებით აგრესიული და ჯიუტი! არ წამოეგოთ სკანდალებს და გაგებით მოეკიდეთ საპირისპირო ქმედებებს.

ლომიამ დღეს გააცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში და კონკრეტულ წრეში თავისუფლებას ვერ გრძნობთ. ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა ხელს შეგიშლით, კარდინალურად შეიცვალოთ ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, სწორედ ეს გიხსნით სულელური საქციელის ჩადენისგან. დატვირთეთ საკუთარი თავი, რათა თავისუფალი ერთი წუთიც კი არ დაგრჩეთ. ამგვარად, სამსახურებრივ დავალებებსაც გაართმევთ თავს და ახალ ძალებსაც მოიკრებთ.

ქალწულიმორალთან დაკავშირებულ პრობლემებზე იქნებით კონცენტრირებული და შეეცდებით, საკუთარ ქმედებებს განმარტება მოუძებნოთ. შეეცადეთ, აბსტრაქციების სამყაროში არ გადაერთოთ, რომელშიც თქვენი ენერგია და კონკრეტული ქმედებებისთვის საჭირო იმპულსები დაიკარგება.

სასწორიჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაგიუარესდებათ. შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა, ასაკობრივი ნევროზი, შფოთვა და გულის არეში ტკივილი იგრძნოთ. შეეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს. ყვირილი და მუქარა საჭირო არ არის. დაუშვებელია საკუთარ წესების ჯიუტად მტკიცება იქ, სადაც მოლაპარაკება შესაძლებელია.

მორიელიამ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ამოცანებს გადაწყვეტთ - ვისთან იმუშაოთ და ვისთან იცხოვროთ. ოჯახური ბედნიერება გელოდებათ, რომელიც შეგიძლიათ, თაფლობის თვეს შეადაროთ. ნუ გადადებთ მოგზაურობას - შეგიძლიათ, პრაქტიკული ინტერესები გართობასა და დასვენებას შეუთავსოთ.

მშვილდოსანინათესავებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ. კოლექტიური მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდება. თავი შეიკავეთ კამათისგან და საჭიროების შემთხვევაში დაიცავით ახლობელი ადამიანები.

თხის რქაშინაგანი ემოციური არასტაბილურობა ხელს შეგიშლით, გაერკვიოთ საკუთარ მდგომარეობაში. ვარსკვლავები არ გირჩევენ ალკოჰოლის მიღებას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ გააძლიერებს თქვენს დეპრესიულ მდგომარეობას. გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატების მიღების დროს.

მერწყულიმეორე ნახევართან ურთიერთობაში უსიამოვნო გაუგებრობა წარმოგექმნებათ, თუმცა, იდეალური ოქროს შუალედის პოვნას მაინც შეძლებთ. თქვენს სასიყვარულო თავგადასავალს გაგრძელება ექნება. ისარგებლეთ ვარსკვლავებისა და პლანეტების კეთილგანწყობით და იმოქმედეთ გონივრულად.

თევზებიშესაძლოა, საყვარელ ადამიანთან განქორწინება მოგიწიოთ. მიზეზი კი ძალიან სულელური იქნება - სურვილებისა და ვნებების ზეგავლენა. იყავით ყურადღებით გარშემომყოფების მიმართ და ნუ აჰყვებით ჭორებსა და ბოროტ ხმებს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.