Header Ads

„ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაგეგმილი აქციები გააუქმა

„ქართული მარში“ ხვალ აქციებს აღარ გამართავს, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, მან განაცხადა, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა ხვალ დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს.

„არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს - ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ამავე დღეს პატრიარქის ინიციატივით დაარსებული, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.