Header Ads

ენგურჰესზე 280-მეტრიანი შუშის ლიფტი მოეწყობა

„ენგურჰესი“ და მიმდებარე ტერიტორია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტურისტულ ატრაქციად იქცევა. პროექტს ენგურის ტურისტული ცენტრი განახორციელებს.  საპროექტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ამჟამად პროექტირება ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

საპროექტო სამუშაოები ივლისში დასრულდება. ამავე ინფორმაციით, ენგურზე წყლისა და რკინა-ბეტონის ერთგვარი სინთეზით საკმაოდ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც გულისხმობს „დისქავერ ცენტრის“, 280-მეტრიანი შუშის ლიფტის, ატრაქციის, გადასახედი მოედნების, კაფე-ბარების მოწყობას.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულება #476-ის საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

რაც შეეხება ესტონურ კომპანიას, ამჟამად „კოკო არქიტექტორებს“ საქართველოში კიდევ ერთი პროექტი აქვს დაწყებული, რაც თბილისის ანძისთვის ტურისტული კონცეფციის შექმნას 

გულისხმობს. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.