Header Ads

9 წლის ბიჭუნა საცურაო აუზის ფილტრმა „შეიწოვა“


ბავშვი მოულოდნელად ამუშავებული კოლექტორის ძალას ვერ გაუმკლავდა და წყალსაქაჩმა ფილტრმა „შეიწოვა“. საავადმყოფოში გადაყვანის დროს ბიჭს გული გაჩერებული ჰქონდა... 

ექიმებმა ბიჭს ასპირაციული სინდრომი დაუდგინეს, რასაც წყალში ყოფნისას ხანგრძლივი დროით სუნთქვის შეკავება იწვევს. საბედნიეროდ, ბიჭუნას გადარჩენა მოხერხდა.ეს შემთხვევა ხუთი დღის წინ, სანკტ-პეტერბურგის სპორტული კომპლექსი „ობუხოვეცის“ აუზზე მოხდა.ანალოგიური შემთხვევა იმავე სპორტულ კომპლექსში აპრილის დასაწყისში მოხდა. ამჯერად, წყალსაქაჩმა მილმა 12 წლის ბიჭუნა „შეიწოვა“. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვის წყალში ჩახტომის დროს კოლექტორი ამუშავდა, რომელსაც დამცავი ბადე არ ჰქონდა. ბიჭი ღია წყალსაქაჩ მილში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.