Header Ads

Amazon Go ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში გაიხსნება

სიეტლის შემდეგ Amazon Go ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში გაიხსნება. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს

კომპანიამ ორივე ქალაქში კომპანიის მენეჯრის და მენეჯრის ასისტენტის პოზიციაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა. 

Amazon Go მომხმარებლებს პროდუქციის რიგში დგომის გარეშე შეძენის შესაძლებლობას აპლიკაცის მეშვეობით აძლევს. 

Amazon Go სრულადაა მორგებული თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. კერძოდ, მყიდველს შეუძლია, სმარტფონში გადმოწეროს  შესაბამისი აპლიკაცია და ადგილზე მისულმა, სასურველი ნივთის შტრიხ-კოდი დამოუკიდებლად, აპლიკაციის მეშვეობით დააფიქსიროს. ნივთის შერჩევის შემდეგ კი, ისევ სმარტფონის მეშვეობით შეძლებს ანგარიშსწორებას. 

Amazon-მა სერვისის ტესტირება 2016 წელს დაიწყო. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.