Header Ads

loading...

AP: ავღანეთში თალიბანის 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს

ავღანეთის სამხედრო ძალებმა, ქვეყნის დასავლეთით, ფარაჰში, 'თალიბანის' 300-მდე წევრი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ფარაჰის პროვინციის გუბერნატორზე დარყნდობით ავრცელებს.

ავღანეთის ჯანდაცვის უწყება კი აცხადებს, რომ ოპერაციის დროს 15 სამხედრო და 10 პოლიციელი ემსხვერპლა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ A-10 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები ფარას ბრძოლებში იყვნენ ჩართულები.

ფარაჰის პროვინციაში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უხუცესები პროვინციაში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანას მოითხოვდნენ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.