Header Ads

loading...

ცნობილია, რას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალშობილებისთვის

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა სოციალური პაკეტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება” უმჯობესდება. ამის შესახებ 1tv წერს.

პროგრამის ბენეფიციარები – სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან ვაუჩერებსა და 50 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ.

ვაუჩერების განაღდება აფთიაქში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობლები 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ, 50-პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებენ.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.