Header Ads

ლევან კობერიძე: საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ


დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოქმედდეს, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა და დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდოს.

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამოქმედოთ, რადგან ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა მივაღწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმების ზრდას - განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ამ სეგმენტის სტიმულირების მიზნით, პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას საკრედიტო-საგარანტიო ფონდი. მისივე თქმით, პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ბიზნესსექტორი, უცხოელი კოლეგები.

ჩვენ გავიზიარეთ ძალიან საინტერესო მექანიზმი. საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება მასტიმულირებელი და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მექანიზმი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესს', - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5 უმთავრეს პრობლემას შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დასახელებულია ბანკების მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა იპოთეკა-გირაოზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ბიუროკრატია. მისივე თქმით, გლობალური ინდექსის გათვალისწინებითაც, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა არის ყველაზე დიდი პრობლემა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფონდში 1/3-ით სახელმწიფო, 1/3-ით კერძო სექტორი და 1/3-ით ევროპული საფინანსო სტრუქტურები იქნებიან წარმოდგენილები.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.