Header Ads

"გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო" – ნათქვამია და ჩვენს სწორედ ასე დაგვემართა


15 მაისს რადიო "ფორტუნას" და თათა სადრაძის გადაცემას "არტ-FM" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტუმრობდა, რომელმაც პროექტზე "მხოლოდ ქართული" ისაუბრა.

– ნიკა, 'მხოლოდ ქართული' მნიშვნელოვნად განსხვავდება 'რუსთავი 2'-ის სხვა პროექტებისგან. საინტერესოა, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

– 'გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“ – ნათქვამია და ჩვენს სწორედ ასე დაგვემართა.   სამწუხარო გაუგებრობის შემდეგ „რუსთავი 2“ საერთოდ პროექტების გარეშე დარჩა, მოკლე დროში ახალი პროექტის შეძენა კი საკმაოდ ძვირი, რთული აღმოჩნდა და ჩვენც იძულებული გავხდით ახალი და შედარებით იაფი პროექტი მოგვეფიქრებინა. საკუთარი ჩანაფიქრი მათ გავუზიარე, ვისაც ვენდობი და ვისი აზრიც მაინტერესებს, მთავარ ბიძგად კი, მარინა ბერიძის ნათქვამი იქცა, რომელმაც შენიშნა, რომ ხალხს ქართული სიმღერა მოენატრა. სახელწოდება „მხოლოდ ქართული“ აბსოლუტურად ბუნებრივად გაჩნდა და მართლია, მოგვიანებით რამდენჯერმე შევცვალეთ, მაგრამ პირველი იდეა მაინც საუკეთესო აღმოჩნდა. მთავარი მოკავშირე გიორგი გაბუნია გახდა, მერე კი, განხილვაში მეგობრებიც ჩავრთე. მოგვიანებით, პროექტის სტრუქტურაზე დავიწყე ფიქრი, ზუსტად ვიცოდი, რომ იქნებოდა კასტინგი, ჟიურიში კი, რომელიც მეტ ხალისს,  სიცოცხლეს და ერთგვარ ინტრიგას შემატებდა პროექტს, მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი გაერთიანდებოდნენ. უამრავი ვარიანტი განვიხილეთ, როცა ჟიურის კიდევ ერთი წევრის დამატება გადავწყვიტეთ, ძალიან გვინდოდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძის და ბატონი ბუბა კიკაბიძის მოწვევა,თუმცა ვერ შევძელით და საბოლოო არჩევანი ისევ გიორგი გაბუნიასა და ლელა წურწუმიაზე შევაჩერეთ. საკმაოდ სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება ჟიურის, რადგან ერთის მხრივ, კონკურსანტების ბედს წყვეტს, მეორეს მხრივ კი, საკმაოდ სერიოზულ გავლენასახდენს მაყურებელის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხშირად უსამართლია, რადგან მეტწილად ის კონკურსანტი იმარჯვებს, ვისი ახლობლებიც უკეთ ახერხებენ ფინანსების მობილიზაციას, ნაკლებადშეძლებული, თუმცა ნიჭიერები კი, ყოველთვის იჩაგრებიან, ამიტომ გიორგის კატეგორიული მოთხოვნით, სატელეფონო ზარი უფასო გავხადეთ.

– როგორ შეაფასებდით კონკურსანტებს, რამდენადაც ვიცი, ძალიან მოგეწონათ სოფო ბათილაშვილის გამოსვლა?

– სოფოს დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიყვარს. ჯერ „X ფაქტორში“ მონაწილეობდა, მერე „რუსთავი 2“-ის კონცერტებში და აბსოლუტურად უსასყიდლოდ გვეხმარებოდა. ამჯერად „მხოლოდ ქართულის“ კასტინგზე შევხვდი და ძალიან გამიხარდა, როცა ფინალისტებს შორის მოხვდა, მით უფრო რომ „იაგუნდი“ – ჩემი საყვარელი სიმღერა მუსიკალური კონკურსის ისტორიაში პირველი ნამდვილი ჰიტია, რომელიც არასდროს დაკარგავს პოპულარობას.

– რომელი კონკურსანტის კონცერტს დაესწრებოდით სიმოვნებით?

– პირველ რიგში სოფოს მოსმენას ვისურვებდი, რადგან დარწმუნებული ვარ, ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. პროექტს კიდევ რამდენიმე ძლიერი მონაწილე ჰყავს, ვის კონცერტსაც სიამოვნებით მოუსმენდი. თუმცა ვფიქრობ, მხოლოდ ნიჭიერება და კონკურსში მონაწილეობა საკმარისი არაა, რადგან წარმატების მოსაპოვებლად მთავარი დაუღალავი შრომაა.

– რა სიურპრიზს უმზადებთ მაყურებელს?

– დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო ტურები და დუეტები შედგება. ვფიქრობ, კონკურსანტები ძალიან გაიზარდნენ და ფინალშიც ოთხი ყველაზე ღირსეული მოხვდება.

– თავად სამი შვილის მამა ბრძანდებით. რამდენად ხართ ჩართული მათ ცხოვრებაში?

– ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული განათლებაა, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემმა შვილებმა საუკეთესო განათლება მიიღონ. მართალია, ყველა მნიშვნელოვან საკითხს მეუღლესთან განვიხილავ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ყოველთვის თვითონ ვღებულობ.

– როგორ ფიქრობთ, სად იქნებით 20 წლის შემდეგ და რას გააკეთებთ?

– ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ვიქნები, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რას გავაკეთებ. სიმართლე ვთქვა, ძალიან მინდა, რომ არაფრი არ ვაკეთო. საკმაოდ ადრე  ჩავები საქმიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში და იძულებული გავხდი გარკვეული ჩარჩოებით შემეზღუდა საკუთარი თავი, ახლა კი, მართალია, ყველა ჩვენ გვებრძვის, მაგრამ გარკვეული თავისუფლება მაინც მოვიპოვე, რაც ვფიქრობ ყველაზე დიდი ფასეულობაა.

– რა არის „მხოლოდ ქართულის“ მთავარი გზავნილი?

– ჩვენი პროექტით გვინდოდა გვეთქვა, რომ ქართული სიმღერა, რომელიც მთლიანად ერის საკუთრებაა, მართალია ხალხური მუსიკის საფუძველზე შეიქმნა, მაგრამ მაინც ძალიან თანამედროვეა. „ვეფხისტყაოსანი“, მუსიკა და ნაციონალური სამზარეულო – სწორედ ესაა მთავარი ქართული ბრენდები, რომელთაც განვითარება და პოპულარიზაცია სჭირდება.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.