Header Ads

loading...

პარლამენტი შინაგან საქმეთა მინისტრს პარასკევს მოუსმენს


პარლამენტის ბიურომ განიხილა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი გახარიას 2018 წლის 15 მაისის მომართვა 2018 წლის 18 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის თაობაზე.

ბიუროს გადაწყვეტულებით მოსმენა ჩატარდება 18 მაისის პლენარულ სხდომაზე. შსს-ს მინისტრის მომართვის საფუძველზე, მოსმენა გაიმართება სამ საკითხზე:

2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების შესახებ,

შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმების შესახებ,

2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

ბიურომ 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა.

პლენარული სხდომა პირველ საკითხად განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „#54 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.

მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტარები  50-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.