Header Ads

loading...

ილია წულაია: კახა კალაძის ინიციატივა უპრეცედენტოა თბილისისთვის


უმრავლესობის წვერის, ილია წულაიას თქმით, კახა კალაძის ინიციატივა ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან დაკავშირებით უპრეცედენტოა ქალაქისთვის.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივით 3000-მდე ოჯახი, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ ბინების მიღებას, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით.

'არცერთი ხელისუფლების დროს, არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა თბილისის ყოფილმა მერმა. დღეს კი ეს რეალობაა და უახლოეს პერიოდში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მე, როგორც თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს ამ უაღრესად საჭირბოროტო ინიციატივისთვის და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში'- განაცხადა წულაიამ.

 

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.