Header Ads

სტეფანეს პლაგიატორობაში სდებენ ბრალს- „მე არ ვარ კლიპის რეჟისორი“


გუშინ სტეფანემ ახალი კლიპისა და სიმღერის პრემიერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა.

შენთან მოვდივარ - ასე ჰქვია სიმღერას, რომლის მუსიკის ავტორი თავად მომღერალი გახლავთ, ტექსტი კი ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. სიმღერა ბრავო რეკორდსში ჩაიწერა. ვიდეორგოლის ავტორი ჯიჯი რეჯინი გახლავთ.

ბრავო რეკორდსის მიერ გამოქვეყნებულ ანოტაციაში ვკითხულობთ...

ვიდეო კლიპზე იმუშავეს:დირექტორი: გრიგორ დევეჯიევი (ჯიჯი რეჯინი)ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილიმონტაჟი: ლევან ბუთხუზიკონცეფცია: ბუბა ბებოშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო რგოლმაც და სიმღერამაც სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა, გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც სტეფანე პლაგიატორობაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში ვრცელდება დანიური მუსიკალური ბენდის WhoMadeWho - ის ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან ჰგავს სტეფანეს ახალ ვიდეორგოლს.

ჩვენ სტეფანეს დაუკავშირდით.

- მაპატიეთ იქს ფაქტორის გადაღებაზე ვარ, ვერ გპასუხობთ...

- პლაგიატორობაში გდებენ ბრალს, თქვენი ახალი კლიპის გამო, ამაზე მინდოდა კომენტარი.

- ახლა გადაღება მაქვს, ვერ ვნახავ ამ ვიდეორგოლს. ისე, კლიპის რეჟისორი ჯიჯი რეჯინია, მე არ ვარ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.