Header Ads

loading...

ნინო წილოსანი: თბილისის მერის გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტია


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დედაქალაქის მერის კახა კალაძის ახალ ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, მერის გადაწყვეტილება მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტია.

,,თბილისის მერის გადაწყვეტილება, ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის ქმედითი გადაწყვეტილება მიეღო, პასუხისმგებლობის და სამართლიანობის მაღალი სტანდარტია.

ძალიან რთულია, შენი შემოსავალი, რომლითაც სახლის ყიდვა გინდოდა დაკარგო და 25 წელი ელოდო მის დაბრუნებას. კახა კალაძემ ამ ლოდინს წერტილი დაუსვა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ამ ადამიანებისთვის', -აცხადებს დეპუტატი.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.