Header Ads

loading...

მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩადის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, პრემიერმინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევს, ყაზახეთის პარლამენტის (მეჯლისი) თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს, ასევე ყაზახეთის პარლამენტის (სენატი) თავმჯდომარეს კასიმ ტოკაევს შეხვდება.

მიხეილ ჯანელიძე ასტანაში ვიზიტისას შეხვედრას გამართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან კაირატ აბდრახმანოვთან. შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოწერება 2018-2019 წლებში თანამშრომლობის პროგრამას.

ამასთან, 16 მაისს ქ. ასტანაში მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.