Header Ads

"თუ ამ კანონს მიიღებენ, ყოველთვის დავარღვევ..." - ერეკლე დეისაძე ახალ კანონპროექტზე


ერეკლე დეისაძე თვლის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც სასამართლოს შესაძლოა მიენიჭოს უფლება - განიხილოს შემოქმედებითი სახის ნაწარმოებების აკრძალვის საკითხები, თუ იგი ლახავს ვინმეს უფლებას, პირდაპირი ცენზურაა.

'მგონია, რომ ჩემს გამო წერენ ამ კანონპროექტს, რადგან რაც წავიკითხე გულისხმობს, რომ დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო ამ ყველაფრის გამო. ეს არის ცენზურა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ გარკვეული საკითხების მიმართ. ამ კანონპროექტის პირველი ლუკმა მე ვიქნები, მაგრამ არ დავმალავ ყოველთვის მომწონს ამ პოზიციაში ყოფნა, სახელმწიფო ამით ვერაფერს მოიგებს, რადგან ამ საუკუნეში, როდესაც გვაქვს ინტერნეტი და ინფორმაციის შეუზღუდავი წყარო წარმოუდგენელია რაიმე სახის რეგულაცია დავაწესოთ შემოქმედებაზე. სასამართლოს პრეროგატივა არ არის კულტურული ნაშრომის შეფასება და დადგენა, რამდენად შეურაცხყოფს ის ვინმეს გრძნობებს, რელიგიური გრძნობები ჩემთვის ცოტა გაუგებარი ცნებაა', - განაცხადა ერეკლე დეისაძემ.

კითხვაზე, რამდენად დაიცავს ამ კანონს თავად ერეკლე დეისაძე, მწერალი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ის იქნება პირველი გარანტი, რომელიც დაარღვევს ამ კანონს ყოველთვის.

'მე ვიქნები პირველი გარანტი, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, ყოველთვის დავარღვევ. ერთადერთი არის თავისუფლება, რის გამოც შემიძლია თავი გავწირო. ამ კანონის მიხედვით მწერლების თავისუფლება ირღვევა, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს ჩემი დაწერილი ტექსტებით და ეს რას ნიშნავს, რომ სასამართლო უნდა ჩაერიოს საქმეში?! იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ცივილური ასეთი კანონპროექტებს მომავალი არ აქვს!', - განაცხადა ერეკლე დეისაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს ენიჭება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობა, თუ ის აღვივებს შუღლს და შეურაცხყოფს საზოგადოების გრძნობებს რელიგიურ, ეთნიკურ თუ რაიმე სხვა საფუძვლით, ან შეიცავს პორნოგრაფიულ შინაარს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.