Header Ads

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ქალებისთვის სპეციალურ სასესხო პორტფელებს შექმნის

საკრედიტო - საგარანტიო ფონდის რეფორმის ფარგლებში შესაძლოა ქალი მეწარმეებისთვის (ბიზნემსმენებისთვის) სპეციალური სასესხო პორტფელები შეიქმნას. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმე ქალებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელეკბს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ რა კეთდება საქართველოს ეკონომიკაში, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება, ქალებისთვის ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა? . 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ქალბატონების მხრიდან. მათ შორის - ერთ-ერთია ფინანსებზე წვდომა იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამ მიმართულებით ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ - საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება იყოს მხარდამჭერი, რადგან სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ბანკებში შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდგომში იქნება თანაუზრუნველყოფილი თუ დაზღვეული სწორედ ამ ფონდის მიერ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა 'კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში.

ცვლილებებით იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.