Header Ads

loading...

თამბაქოს მოწევა შესაძლოა ტოტალიზატორებსა და სხვა აზარტული თამაშის ადგილებში დასაშვები გახდეს

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს.  წინადადება პარლამენტში უკვე წარდგენილია. ინფორმაციას 'ბიზნესპრესნიუსი'ავრცელებს.

„აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის მოწყობის სივრცე გულისხმობს, ისეთ სივრცეს, სადაც ერთობლივად ან/და ცალ-ცალკე, წარმოდგენილია და ფუნქციონირებს, ისეთი აზარტული და მომგებიანი პროდუქტები, როგორებიცაა: აზარტული კლუბი, სამორინე, ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატების სალონი. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტების ოპერირება ცალ-ცალკე სივრცეში, შიგადაშიგ შერეულად, ხოლო იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში ერთად მიმდინარეობს.

კერძოდ, ოპერატორი აგენტი, რომელსაც ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში აქვს თავმოყრილი, თითქმის მონოპოლიურ გარემოში, ხოლო სხვა დანარჩენი აგენტები გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან. ამდენად, თამბაქოს მოხმარება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილებში თითქმის აუცილებელი თანმდევი პროცესია,“-წერია საკანონმდებლო წინადადებაში. 

ამასთან ცნობილია, რომ  თამბაქოს კონტროლის ალიანსი სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს და ამ მოტხოვნით პარლამენტს მიმართავს.

1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.