Header Ads

loading...

აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილი ექიმის მსხვერპლებს კომპენსაციას გადაუხდიან

მიჩიგანის უნივერსიტეტი აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილ ექიმის ლარი ნასარის მსხვერპლებს კომპენსაციას გადაუხდის. საუბარია 500 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

425 მილიონი დოლარს 332 ქალს გადაუხდიან, რომლებიც უნივერისტეტს უჩიოდნენ, კიდევ 75 მილიონი კი შესაძლო მსხვერპლებისთვისაა განკუთვნილი.

ლარი ნასარი მიჩიგანის უნივერსიტეტში ექიმი იყო და სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ნაკრებთან მუსაობდა. ის სექსუალურ შევიწროებაში 250-ზე მეტმა ქალმა და გოგომ დაადანაშაულა, მათ შორის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გაბრიელ დუგლასმა, ელი რაისმანმა და მაკაილა მარონმა.

ნასართან დაკავშირებული სკანდალის გამო, 2018 წლის 31 იანვარს აშშ-ის ტანვარჯიშის ფედერაციამ მმართველი საბჭოს ყველა წევრი თანამდებობიდან გადააყენა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.