Header Ads

კახეთში არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს



შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს.


როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობისაღზრდის ოჯახს გადაეცემა.



საქართველოში შესაბამისი ორგანოები ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ.


 

 

საქართველოში შესაბამისი ორგანოები ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ.



წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.