Header Ads

loading...

"შოტლანდიაში გამოცდების პერიოდში უნივერსიტეტის ეზოში მოჰყავთ ცხოველები შეგიძლია ჩაეხუტო, დამშვიდდე და მერე შეხვიდე გამოცდაზე"


ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელი თინა ღვინიაშვილი შოტლანდიაში, გლაზგოს უნივერსიტეტის შესახებ შთაბეჭდილებებს მეგობრებს უზიარებს.

როგორც თინა ღვინიაშვილი ამბობს, ახლა უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდია, ადმინისტრაცია კი სტუდენტებს სტრესის მოხსნაში სხვადასხვა აქტივობით ეხმარება.

'ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ არვიცი ამდენი რამ როგორ მოვყვე. უნივერსიტეტში ახლა საგამოცდო პერიოდია. ყველა ღელავს და ნერვიულობს. ასეთ დღეებში, ადმინისტრაცია სტუდენტებისთვის სტრესის მოსახსნელად მოულოდნელ აქტივობებს ახორციელებს. ერთერთი მათგანია, როცა მათთვის უნივერსიტეტის ეზოში მოჰყავთ სხვადასხვა ცხოველები. შენ შეგიძლია მოეფერო, რავიცი ჩაეხუტო თუ გინდა და დამშვიდდე. მერე წახვიდე და გამოცდა წყნარად დაწერო. ყველაფერი მხოლოდ ადამიანის მშვიდად ყოფნისკენ არის მიმართული. ყველაფერი', - წერს თინა ღვინიაშვილი.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.