Header Ads

loading...

რობოტს ასწავლეს, როგორ ჩააცვას ადამიანს ტანისამოსი


ამერიკელმა ინჟინრებმა რობოტს ასწავლეს როგორ ჩააცვას ადამიანს ტანისამოსი. ამის შესახებ FinancialExpress-ი წერს.

ჯორჯიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტის ალგორითმი ისე დააპროგრამეს, რომ მოწყობილობას შეუძლია ადამიანს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მასზე მორგებული გახდეს.

ტექნოლოგიის განვითარების იდეა Toyota-ს ეკუთვნის. ინჟინრები მიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი შესაძლოა შშმ პირებისთვის განსაკუთრებული საჭიროების გახდეს.

დაკვირვებისას, რობოტმა სახელად PR2-მ მეცნიერების მიერ მიცემული დავალება 97,5%-იანი სიზუსტით შეასრულა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.