Header Ads

loading...

ზაზა ოქუაშვილი: ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთონ

ტელეკომპანია 'იბერიას' მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მიმდინარე მოვლენებზე აცხადებს, რომ რეორგანიზაცია 'უფრო პასიური დროს უნდა გაკეთებულიყო'.  ამ მოსაზრების მიუხედავად, ოქუაშვილი დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება რედაქციას ეკუთვნის და ის არ ერევა მათ საქმიანობაში.

'თუ ეს საშუალება მომეცემა ყველა ტელევიზიას ვურჩევდი, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გააკეთდეს. მაგალითად, როცა აგვისტოა, როცა ხალხი ისვენებს. თუმცა ახლა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიციები აქვთ უკეთესზე. თუ უკვე გადაწყვეტილია, არ ვიცი რამდენად გაითვალისწინებენ ჩემს რჩევას. ტელეკომპანიას ჰყავს დირექცია. მე ასე აქტიურად არ ვერევი. ჩემთვის, რომ ეკითხათ არა როგორც მფლობელისთვის, რადგან სახელმწიფო სამსახურში ვარ, ვურჩევდი უფრო პასიური დრო აერჩიათ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მივესალმები ამბიციებს, დიდი ძალებითა და ახალი მიზნებით მოსვლას და საქმიანობის გაგრძელებას'', - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

რაც შეეხება ხელფასების პრობლემას, ოქუაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიას არ უნდა ჰქონდეს ეს პრობლემები.

ტელეკომპანია 'იბერიაში' რეორგანიზაცია გამოცხადდა. საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა გააჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, არხიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები და მემონტაჟეები. ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვდნენ და დღეს გადაღებებზე აღარ გავიდნენ. ამის შესახებ კი ტელევიზიის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები კი, სავარაუდოდ, სხვადასხვა გადაცემაზე გადანაწილდებიან. 

ტელევიზიის ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.