Header Ads

loading...

ფაშინიანი პოლიტპატიმრების პრობლემის გადაჭრას გეგმავს

სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრის გზები დასახა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა. 

„ჩემი განცხადების შემდეგ რომ სომხეთი უნდა გათავისუფლდეს იმ ქვეყნის კლიშეებისგან, სადაც პოლიტპატიმრები ჰყავთ, ბევრმა იფიქრა, რომ ყველა ციხის კარი გაიღება და ჩვენს პოლიტპატიმრებს ვეტყვით - „გამოდით!'. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი და კანონიერი გზა და ჩვენ პოლიტპატიმრების პრობლემა სამართლებრივად უნდა გადავჭრათ“, - ამბობს ფაშინიანი. 

მისი თქმით, ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა, რომელთა სისხლის სამართლის საქმეებში მსხვერპლი არ ფიგურირებს, შეიძლება დატოვონ საპატიმროები ვადამდე პირობით, ან ამნისტიით, ხოლო მათი საქმე, ვინც 2016 წელს შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და დაიკავა პოლიციის საპატრულო-საგუშაგო, საზოგადოებამ უნდა განიხილოს.

ოპოზიციონერებისგან დაკომპლექტებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 2016 წლის 17 ივლისს ერევნის პოლიციის საპატრულო-საგუშაგოზე პოლკის ტერიტორია აიღო და იქ 31 ივლისამდე გამაგრდა. ამ დროს იქ 3 პოლიციელი დაიღუპა. ორივე მხარეს იყვნენ დაჭრილები. 31 ივლისს მათ დაყარეს იარაღი და ხელისუფლებას ჩაბარდნენ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.