Header Ads

loading...

რუსეთი ჰააგაში დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობს

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს, რომლის საფუძველზეც რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს უკრაინულ კომპანიებს, რომლებმაც საკუთარი აქტივები ყირიმში იქ განვითარებული პროცესების შემდეგ დახარჯეს, ძალა არ აქვს. უწყების განცხადება რუსულ მედიაში ვრცელდება.

„რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას არბიტრაჟისთვის ამ სარჩელის განხილვის იურისდიქციის არქონის გამო“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო კომპენსაციების გადახდა დღეს დაეკისრა. კერძოდ, ლაპარაკია უკრაინელი ინვესტორების სარჩელზე, რომელიც ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსკოვმა 18 უკრაინულ კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს 159 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამ კომპანიებს ქონება, ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგად ჩამოართვეს. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.