Header Ads

"ჰუმანურობისკენ სვლა გარდაუვალია დესპოტიზმი და ტრადიციები ვერ შეძლებენ შეაჩერონ ეს პროცესი"


მუსიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში 17 მასითან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.

'ჰუმანურობისკენ სვლა გარდაუვალია. დესპოტიზმი და ტრადიციები ვერ შეძლებენ შეაჩერონ ეს პროცესი. დესპოტიზმის საწინააღმდეგოდ აუცილებელია ძალის გამოყენება'.

ამაში ხედავს სამი ასწლეულით ჩვენამდე მცხოვრები ჰუმანისტი გერდერი რევოლუციების აუცილებლობას და მათ ადარებს ტალღებს, რომელთა გარეშე წყალი დადგება და მდორე ჭაობად იქცევა.

დღეს 21-ე საუკუნეა და სულ ცოტა ხნის წინ გაიარა ჩვენმა ქვეყანამ არაერთი ქარტეხილი. ვისურვებდი მენტალური რევოლიციების ხანა დადგომოდეს ყოველ ჩვენთაგანს, რაც საბოლოოდ მეტად გაგვაჰუმანურებს და საკუთარ ქმედებებზე მეტ პასუხისმგებლობას დაგვაკისრებს.

ხვალ 17 მაისია და მინდა მჯეროდეს, რომ ეს დღე ყოველგვარი კბილების ღრჭიალის გარეშე ჩაივლის და კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა არ მოეწყობა ჩვენ 1500 წლიან, ოდითგანვე ჰუმანურობით გამორჩეულ ქალაქში', - წერს მუსიკოსი.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.