Header Ads

loading...

სამების ტაძართან შესაძლოა გზა გაფართოვდეს

ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა გზა გაფართოვდეს. თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მერიამ შეიძლება მიმდებარე ტერიტორიაზე სახლები გამოისყიდოს და გზა ასე გააფორთოვოს. ამის შესახებ კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა. ინფორმაციას სააგენტო 'ინტერპრესნიუსი' ავრცელებს.

'სამების მიმდებარე ტერიტორიას, რა თქმა უნდა, ტურისტული და ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესო კასტელია. მისასვლელი გზები არის სერიოზული პრობლემა. არ გამოვრიცხავ, რომ მუნიციპალიტეტს მოგვიწიოს შენობა-ნაგებობების, სახლების გამოსყიდვა და მოხდეს გზის გაფართოება, რომ ნორმალური მისასვლელი გზები იყოს სამების საკეთედრო ტაძართან. ეს საკითხები მუშაობის პროცესში გვაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, ბიუჯეტზე, თუმცა, ძალიან ენთუზიაზმით ვარ მე პირადად და მგონია, რომ არა მხოლოდ ძველი თბილისის, ქალაქის მასშტაბით ბევრ სასიკეთო პროექტებს განვახორციელებთ', -  თქვა კახა კალაძემ.

 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.