Header Ads

აირჩიეთ ჩუსტი და გაიგეთ, რას ფიქრობს თქვენზე ხალხი


ამბიციური თუ მომხიბლავი, საფუძვლიანი თუ დაფიქრებული, მაინც როგორი ხართ სხვათა თვალში?

ჩუსტი ბუებითთქვენ გვერდით სითბო და სიმყუდროვეა. ადამიანთა მიმართ მომთმენი და ლმობიერი ხართ, რასაც ბევრი ბოროტად იყენებს. მაგრამ თქვენ ეს ვერ გაჩერებთ, ყოველთვის მზად ხართ, გაჭირვებულს გვერდით დაუდგეთ და მხარი მიაშველოთ.

ვარსკვლავიანი ჩუსტიამბიციური ბრძანდებით და შორსმიმავალი გეგმები გაქვთ. ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ბევრს მოქმედებთ. გულის სიღრმეში კი მარადიული რბოლისგან დასვენება გსურთ.

ყვითელი ჩუსტიოპტიმისტი, მზის ადამიანი, ხალისიანი. ყველაფერში პოზიტივს ეძებთ და წარმატებაზე ხართ მომართული. მხნე და შემოქმედი ბრძანდებით და ნებისმიერი პრობლემის გადალახვა შეგიძლიათ. დროდადრო გულში ნაღველი გიჩნდებათ, მაგრამ მას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ.

ჩუსტი ქუსლებზეკარგი გემოვნება და მანერები გაქვთ. მუდამ გაღელვებთ სხვისი აზრი. სამსახურისა და ოჯახის საქმეები აწყობილი გაქვთ. ყველაფერს მეთოდურად აკეთებთ. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი თავს გაბეზრებთ. ტელეფონის გამორთვა და ტახტზე წამოწოლა გსურთ. ამას თუ საინტერესო წიგნს და ერთ კოლოფ კანფეტსაც დაუმატებთ, მშვენიერი რამ გამოვა.

ბალეტკები“სწრაფი ხართ და მუდმივ მოძრაობაში იმყოფებით. მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა გხიბლავთ. სიცოცხლითა და ოპტიმიზმით აღსავსე ბრძანდებით და საკუთარ აზრებს ღიად გამოხატავთ. როგორც ჩანს, ჯერ ახალგაზრდა ბრძანდებით...

რეზინის ჩუსტისაკუთარ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში საფუძვლიანი და დაფიქრებული ხართ. ფუჭ დაპირებებს არ იძლევით და სიტყვას ჰაიჰარაზე არ ისვრით. მიზანს ყოველთვის აღწევთ, თუმცა ძირითადად ბეჯითი შრომის ხარჯზე. ზოგჯერ უზრუნველობა და უსაქმურობა გენატრებათ, თუმცა ეს სურვილი მალევე გავიწყდებათ.  

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.