Header Ads

loading...

საუდის არაბეთში ქალების ავტომობილების პირველი გამოფენა იმართება


საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ქალებისთვის განკუთვნილი ავტომობილების პირველი გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენას Pinkish ანუ ვარდისფერი ჰქვია და ის სამ დღეს გასტანს. ავტომობილების დათვალიერების გარდა, ქალებს ეძლევათ საშუალება, ავტოდილერებს და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ და სპეციალური შემოთავაზებებიც მიიღონ. სამეფოში ქალებისთვის ავტომობილის მართვაზე აკრძალვა 24 ივნისს მოიხსნება. ამ დღიდან მათ, ოფიციალურად ექნებათ უფლება, ავტომანქანები მართონ. ერ-რიადში ელიან, რომ ამ მნიშვნელოვან გამოფენას 80 ათასი სტუმარი ეწვევა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.