Header Ads

loading...

"როდესაც ვინმეს მოუყვებით "მსუბუქი" ნარკოტიკების ქვეშ როგორი "სასწაული" დრო ატარეთ, მიმოიხედეთ, ვინმე ბავშვი ხომ არ გისმენთ"


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებულ პრობლემებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

'ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა რომ ვთქვა:

1. არა ნარკოტიკს! იმის და მიუხედავად როგორ 'შევამსუბუქებთ', ყველანაირი ნარკოტიკი(საკლუბო, მსუბუქი, და ა.შ.) არის ნარკოტიკი და შესაბამისად დამაზიანებელი/დამყუპველი!

2. არა ნარკოტიკის პროპაგანდას! დაუშვებელია ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმისა, რაც ახალისებს და შესაბამისად ზრდის ნარკოტიკების მოხმერებას საქართველოში.

3. გულითადი თხოვნა ჩემს დებთან და ძმებთან: როდესაც ვინმეს მოუყვებით 'მსუბუქი' ნარკოტიკების ქვეშ როგორი 'სასწაული' დრო ატარეთ ბერლინის თუ თბილისის კლუბებში, მიმოიხედეთ ვინმე ახალგაზრდა ან ბავშვი ხომ არ გისმენთ და გიყურებთ?',-წერს ჩოგოვაძე.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.