Header Ads

loading...

„ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულები გიორგი მიქელაძე და ფათიჰ იაუზი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თამარ ბეჟაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა. 

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულების პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტი და ახალი გარემოება დაცვის მხარეს არ წარუდგენია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიქელაძის ოჯახის წევრები სასამართლოს არასამართლიან გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. შსს-მ სასტუმრო ლეოგრანდში გასულ წელს გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 23 მარტს გაავრცელა. მეორე დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.