Header Ads

არჩილ თალაკვაძე: დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება


უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება.

მისივე თქმით, კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება.

'ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება. საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. თბილისის მერის გადაწყვეტილებით სწორედ ეს ნდობა აღდგება'- განაცხადა თალაკვაძე.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.