Header Ads

loading...

კონტრაქციაზე დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

კონტრაქციაზე დაკავებულ 10 პირს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სამ პირს 300 , 

ორს 250 ლარიან, ერთი ადმინისტრაციული პასუხისგებიდან გათავისუფლდა.

რაც შეეხება გიორგი გაბედავას, მას 450 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროცესის დაწყებამდე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ თუ სასამართლო მათ ჯარიმას დააკისრებს, ისინი არ გადაიხდიან.

თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.

პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქციაც, რომელსაც მალევე ქართული მარში შეუერთდა. თხმ-ის აქციის დასრულების მიუხედავად, ნეონაცისტური ჯგუფები პარლამენტის ტერიტორიას არ ტოვებდნენ.

ამასთან, მთელი დღის განმავლობაში მათსა და პოლიციას შორის, რომელიც თეთრი ხმაურის აქციას იცავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა - ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.  მათი ნაწილი მეორე დღეს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.