Header Ads

loading...

გორში იეჰოვას მოწმეთა შენობაზე ჯვრის გამოსახულება და რელიგიური წარწერა დატოვეს

გორში, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის კარზე უცნობმა ადამიანებმა ჯვრის გამოსახულება და რელიგიური მოწოდებით წარწერა 'იწამე ღმერთი ჩვენი' გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, შენობის კარს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდანაც ესროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ფაქტი პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწელით და 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას და რელიგიური გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისთვისაც არის ცნობილი, თუმცა ოფიციალურად მათთვის იეჰოვას მოწმეებს არ მიუმართავთ.

მსგავსი შემთხვევა გორში თებერვალშიც მოხდა.  იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედლებს ჯვრები დაახატეს. ამ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეების სახლი 10 წელზე მეტია არსებობს და ის კერძო საკუთრებაშია.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.