Header Ads

მეგონა, არასდროს გავთხოვდებოდი...


30 წლისა შინაგანად უკვე ასაკოვან ქალად ვგრძნობდი თავს, დღედაღამ ვმუშაობდი და არც კი ვფიქრობდი, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა...

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მას არ შევხვდი. ამ შეხვედრის შემდეგ გავიგე, ვინ ვარ მე და რეალურად რა მინდა ამ ცხოვრებიდან... მის მიმართ სიმპათიას ვერ ვმალავდი, ის კი ჩემ გვერდით უზომოდ თავაზიანი და მზრუნველი იყო, მაგრამ ამავდროულად - საოცრად ცივი. ამას წყობიდან გამოვყავდი. არ ვიცი, ეს ეჭვიანობა იყო თუ, უბრალოდ, ბრაზი...ჩვენ ერთად ვთამაშობდით სპექტაკლს. როგორც ჩანს, მის ყურამდე მიაღწია ჩემმა უკმაყოფილებამ... მორიგი სპექტაკლის დროს ერთ-ერთ სცენაში ისეთი ვნებით მაკოცა, ლამის გული წამივიდა. - როგორ უბედავ ამას მანდილოსანს?! - მკაცრად ვუთხარი.- მანდილოსანს არა, ქალს, რომელიც ჩემზე ფიქრობს, რომ მე ცივი და უგრძნობი ვარ. იმწუთას მივხვდი, რომ ის ჩემი ცხოვრების მამაკაცი გახდებოდა.ერთი კვირის შემდეგ რესტორანში დამპატიჟა. მივედი, ის კი არ ჩანდა... გავიდა 10 წუთი, 20 წუთი, 1 საათი... უკვე საშინლად შეურაცხყოფილი წამოსვლას ვაპირებდი, როცა რესტორანში აჩქარებული ნაბიჯებით შემოვიდა...ბოდიშებით და ახსნა-განმარტებებით ამავსო... და დავრჩი.ამ დღიდან დაიწყო ჩვენი დიდი სიყვარულის ამბავი, თუმცა...2-3 თვის შემდეგ, მორიგი პაემნის დროს მან წამოიწყო ლაპარაკი, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის მამაკაცური თავისუფლება, როგორ აფასებს თავის დამოუკიდებლობას და როგორ პრინციპულად უარყოფს ქორწინებას.„მაშინ ჯობია, დავშორდეთ“, - მშვიდად ვუთხარი, თუმცა ღმერთმა იცის, რამხელა ძალა დამჭირდა ამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, ის არ ჩანდა... და აი, ერთ დღესაც ტელეფონის ყურმილში ნაცნობი ხმა გაისმა:- რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრა. შეიძლება, შენთან სახლში მოვიდე?მე და დედა დავხვდით. შემოვიდა თუ არა, ყოველგვარი პრელუდიის გარეშე მიმართა დედაჩემს:- ქალბატონო კაბალიე, მე უბრალო ადამიანი ვარ, დიპლომატიური საუბრები არ ვიცი. ამიტომ პირდაპირ მინდა გთხოვოთ - მომეცით ნება, თქვენი ქალიშვილი მონსერატი ცოლად შევირთო.***ეს ამბავი 1964 წელს მოხდა. მას შემდეგ მონსერატ კაბალიე და ბარნაბე მარტი, ცნობილი ტენორი, რომელმაც სცენა მალევე დატოვა, დღემდე ერთად არიან. ბარნაბე ცოლს კულისებში ელოდებოდა ხოლმე, ხელში თბილი ბულიონით. ცოლი კი ნებისმიერი გასტროლის დროს, როცა თავისი ბარნაბე თან ვერ მიჰყვება, პროდიუსერებს მოთხოვნას უყენებდა, რომ იმ სასტუმროში, სადაც დაბინავდებოდა, კარგი სატელეფონო კავშირი ყოფილიყო.

 

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.