Header Ads

loading...

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე, რომ თბილისი გადაიქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება.

,,წელს დედაქალაქში 30 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, რაც თბილისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პრიექტებს და ქალაქის განვითარებას მოხმარდება. კოოპერატივებით დაზარალებულებს მშენებლობისათვის 16 ჰ. მიწა გამოეყოფათ.

საკუთრება დაუკანონდებათ ე.წ. უკანონოდ დასახლებულ ოჯახებს. ვიცით, რომ ეს საკითხები უკვე გადაუჭრელ პრობლემებში მოიხსენიებოდა.

ასეთი სწრაფი, გაბედული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერი ახორციელებს, ათასობით ოჯახზე და მოქალაქეზე აისახება. ამიტომ მსგავს პროექტებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება', - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.