Header Ads

loading...

ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების ტენდერით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

თბილსერვის ჯგუფმა ორი თვის წინ ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. საუბარია საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობაზე, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავის არ მიუღია. ინფორმაციას 'კომერსანტ' ავრცელებს.

კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებდა, 7 თვეში უნდა აეშენებინა ნარჩენების პოლიგონი. გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერით არავინ დაინერესდა, თბილსერვის ჯგუფმა ის ხელმეორედ გამოაცხადა.

'ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამწუხაროდ მონაწილეობა არავის მიუღია, რადგან ის სატენდერო ფასი, რაც სამხარაულის ბიურომ დაადგინა, სავარაუდოდ იყო ძალიან დაბალი. ამიტომაც ბიუროში მოხდა ხელახლა გადაფასება და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვამაც დაახლოებით 10 %-ით მოიმატა. ჯამში, სატენდერო ფასმა 880 ათასი ლარი შეადგინა. ახლა თავიდან გამოვაცხადეთ ტენდერი და იმედია ამჯერად ეს ფასი ადეკვატური იქნება“,-განმარტავს თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა.

 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.