Header Ads

loading...

უიტნი ჰიუსტონი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, ამის შესახებ დოკუმენტურ ფილმ 'უიტნიში' ჰყვებიან, რომელიც კანის კინოფესტივალზე აჩვენეს. 

შოტლანდიელი რეჟისორის კევინ მაკდონალდის ფილმში, მომღერლის ისტორიაზე საუბარი, რომელიც 2012 წელს 48 წლისა გარდაიცვალა. რეჟისორმა ინტერვიუ ჩამოართვა ჰიუსტონის ერთ-ერთ უახლოეს ნათესავს, რომელმაც თქვა, რომ მომღერლის ბიძაშვილმა ქალმა დი დი ვარვიკმა მასზე სექსუალურად იძალადა, როდესაც ჰიუსტონი ბავშვი იყო. 

ფილმში ჰყვებიან, რომ ვარვიკმა გააუპატიურა უიტნი და მისი ნახევარძმა გერი ჰიუსტონი. მომღერლის ბიძაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ 2008 წელს გარდაიცვალა.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს ლოს-ანჯელესში სასტუმრო ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი კოკაინის მიღების გამო გულის უკმარისობა გახდა. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.