Header Ads

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა 6 პირსა და 3 კომპანიას სანქციები დაუწესა, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ დოკუმენტი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, აკრძალვები მიმართულია ირანსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვალუტის გაცვლის ქსელის წინააღმდეგ, რომელიც იძენდა და გადასცემდა მილიონიობით ამერიკულ დოლარს გუშაგთა კორპუსს და 'ალ-კუდს' (გუშაგთა კორპუსის სპეციალური ძალები) მისი საქმიანობისა და ასევე რეგიონული შუამავლების დასაფინასებლად.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, ამ ქსელის თანამონაწილე ირანის ცენტრალური ბანკი იყო.

8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ევროპელი მეგობრები გაანაწყენა

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენს.

2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.