Header Ads

loading...

დონალდ ტუსკი: აშშ-მა ევროპას ილუზიებისგან თავი დააღწევინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას ილუზიებისგან თავი დააღწევინა. განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს

საუბარია აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე. დონალდ ტუსკის განმარტებით, ევროპამ აშშ-ის ადმინისტრაციის კაპრიზების მიმართ ერთიანობა უნდა გამოხატოს. 

„პრეზიდენტ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებების ფონზე, შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ასეთ მეგობრებთან, ჩვენ მტრები არ გვჭირდება. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპა პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი უნდა იყოს, რადგან ჩვენ თავი დავაღწიეთ ყველა ილუზიას. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა დღევანდელი განწყობა შეინარჩუნოს, თუმცა ამავდროულად ისეთი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომლითაც ჩვენი ძალებით მოგვიწევს მოქმედება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ევროპელი მეგობრები გაანაწყენა

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენს.

2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.