Header Ads

loading...

თავაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სარჩელის საფუძველზე ვიღებთ

ჩვენი შეფასება არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. 

,,ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ მხოლოდ სარჩელის, ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ნაწილში.

ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის. მოხდა დეკრიმინალიზაცია.

ჩვენი შეფასება ამ საკითხზე არის ჩვენი გადაწყვეტილებები, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. 

თავაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო არის ნეგატიური კანონმდებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური კანონმდებლის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი შეიძლება შეფასდეს სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, ამის შემდეგ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო შესასრულებელი ყველა ორგანოსთვის და პერმანენტულად ხდება ამის შესრულება'- აცხადებს თავაძე.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთასხვადასხვაობაა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.