Header Ads

loading...

არ უნდა ველოდოთ როდის გარდაიქმნება პუტინი, უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი ზეწოლისთვის ბაქრაძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს. ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოდის.

მოულოდნელი განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.

პრეზიდნეტის განცხადება დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში შეაფასეს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არსებულ რეალობაში რუსეთის წინააღმდეგ რაციონალური პოლიტიკა საერთაშორისო მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენებით რუსეთზე ზეწოლაა.

„რა თქმა უნდა, შეიძლება ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, თუ როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და როდის ეცდება ის მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე გადის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, გადის დეოკუპაციაზე, გადის რუსთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე და სამწუხაროდ, ეს გახლავთ ყველა ის მიმართულება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესუსტდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთი და მთავრი გახლავთ ის, რომ უნდ ავიყოთ მშვიდი, უნდა დავიცვათ მშვიდობა და არ მივცეთ რუსეთს პროვოცირების საშუალება, მაგრამ ამის პარალელურად არ უნდა ველოდოთ არა იმას, როდის გარდაიქმნება პრეზიდენტი პუტინი, არამედ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები და ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.