Header Ads

loading...

EBRD-ს მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას საგრანტო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით


EBRD-ს მოსწონს მთავრობის გადაწყვეტილება საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის აღების დროს თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ყველა მსგავსი პროექტები საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

'საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით დეტალების საქმის კურსში არ ვარ, თუმცა, ყველა ფონდი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მისაღებია. მე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მქონია საუბარი სხვადასხვა თემაზე და ვიცი, რომ ის ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასე, რომ ფონდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე იქნება ძალიან კარგი გაგრძელება იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც უკვე მუშაობს 'აწარმოე საქართველოში' ფარგლებში',- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.