Header Ads

ჩუგოშვილი: Freedom House-ის ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომების აღიარებას ნიშნავს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ 'იმედთან' დაკავშირებით მცდარი ფაქტების აღიარებასა და გასწორებას პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმიანება. დეპუტატის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომის აღიარებას ნიშნავს, რასაც ჩუგოშვილი დადებითად აფასებს.

თამარ ჩუგოშვილმა დასძინა, რომ ხელისუფლება მზად არის ორგანიზაციას, სამომავლოდ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი უზუსტობები.

'იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავად დასკვნის არასწორობას ან უზუსტობას აღარ შეუწყობს ხელს', - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩანაწერი 14 მაისს გაჩნდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.