Header Ads

ავსტრალიამ Google-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისია Google-ს უპირისპირდება. უწყებამ ტექნოლოგიური გიგანტის წინააღდეგ საქმე აღძრა. ამის შესახებ CNBC წერს

უწყება Google-ს Android სისტემის მობილური ტელეფონებიდან მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას ედავება. 

კომისიის ვარაუდი Oracle-ის ანგარიშს ეყრდნობა. დოკუმენტში საუბარია, რომ Google-ი მომხმარებლების ტელეფონებიდან ყოველდღიურად რამდენიმე მეგაბაიტის ინფორმაციას ამუშავებს, მათ შორის მათი ადგილმდებარეობის შესახებაც. 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Google-ს აქვს საშუალება მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც მიიღოს, თუ მას ლოკაციის ფუნქცია გათიშული აქვს. 

როგორც ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომისია განმარტავს, შედეგად რამდენიმე მილიონი ადამიანის პირადი ინფორმაციის მოპარვის საკითხი დადგა ეჭვქვეშ. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.