Header Ads

loading...

Kaspersky Lab-ი მონაცემთა ცენტრს შვეიცარიაში გახსნის

რუსული კომპანია Kaspersky Lab-ი მონაცემთა ცენტრს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ხსნის. ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ. ამის შესახებ Reuters-ი წერს

ამ ნაბიჯით ანტივირუსის კომპანიას იმ ეჭვების განეიტრალება სურს, რომლიც რუსეთის სპეცსამსახურებზე კავშირზე მიანიშნებს. 

სწორედ ახალ ცენტრში განთავსებულ სერვერებზე განთავსდება ამერიკელი, ევროპელი და აზიელი მომხმარებლების მონაცემები. 

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, მონაცემთა ცენტრს Kaspersky Lab-ი შვეიცარიაში 2019 წლის ბოლოსთვის გახსნის. სამომავლოდ მსგავსი ცენტრების გახსნა აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც იგეგმება. 

19 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესმა, სახელმწიფო დაწესებულებებს ანტივირუსული პროგრამა 'კასპერსკის ლაბორატორიის' გამოყენება აუკრძალა.

ცნობილია, რომ Kaspersky Lab-ს რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის გამო რამდენიმე ქვეყანაში პრობლემები შეექმნა, ერთ-ერთი ბოლო ამ მხრივ ნიდერლანდების სამეფო იყო, სადაც ამ კომპანიის ანტივირუსის მოხმარება აიკრძალა

მანამდე იყო მიკრობლოგ Twitter-ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსულ კომპანიას სოციალურ ქსელში რეკლამა აეკრძალა


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.